გუშინ უნიჭოდ დადგმული სპექტაკლის მოწმე გახდა სრულიად საქართველო.მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა სცენარის განვითარების პროცესებს, ხალხში ემოცია მაინც მძლავრობდა-ემოციის მიზეზი კი, ის ცხრამეტი მძევალი იყო, რომელთა სიცოცხლე გახსნილი ხელყუმბარის თუნდაც უნებლიედ გამოკვრაზე იყო დამოკიდებული…
ბუნებრივია, სპექტაკლს ჰყავს სცენარის ავტორები და რეჟისორებიც, რომელიც ფარდის მიღმა იმალებიან.რაც შეეხება შემსრულებელს, ის „სცენაზე“ იდგა და 10 საათის მანძილზე საკუთარი მოთხოვნის შესრულებას ითხოვდა.სხვა შემთხვევაში მძევალთა განადგურებით იმუქრებოდა.
ვერავინ დამარწმუნებს, რომ ბანკის„დაყაჩაღების “ სცენარი თავზე ხელაღებული ტერორისტის (ის არ ჰგავდა დამყაჩაღებელს, რადგან, ბანკიდან თანხა არ მოუხვეტავს და არ გაქცეულა!)ტვინში მოიხარშა.თუმცა, სცენარის ავტორებზე და რეჟისორებზე მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შეიძლება, რადაგან, ჭეშმარიტების დადგენა ობიექტური გამოძიების პრეროგატივაა და მოვლენებს წინ ვერ გავუსწრებთ!
მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ბრალდებები და ვარაუდები გამოითქვა(ბანკში ყაჩაღის გამოჩენითანავე ინციდენტს პოლიტიკური შეფერილობა მიეცა) მათ შორის დამოუკიდებელ ექსპერტთა განცხადებებიც მოვისმინეთ, პასუხი მთავარ კითხვაზე არ გაცემულა:
თუ ყაჩაღი (პირობითად, ტერორისტი) 500.000 აშშ დოლარს გარედან ითხოვდა, რატომ შეარჩია მან მაინცდამაინც ბანკი? ბანკი ხომ თავად ის დაწესებულებაა, სადაც ფული ინახება და როგორც წესი, საძარცვავად სწორედ იქ შედიან? თუ მძევალთა სიმრავლეზე იყო საუბარი, მაშინ, სხვა ობიექტის არჩევა შეეძლო, მით უმეტეს, გახურებული წინასაარჩევნო კამპანიის პირობებში!
თუ პროფესიონალ მძარცველთან გვქონდა საქმე, მაშინ, მას ელვისებურად უნდა მოეყვანა სისრულეში საკუთარი ჩანაფიქრი და გაუჩინაურებულიყო!
ბანკის (ბანკების) ძარცვა-დაყაჩაღების ათეულობით ათასობით მაგალითია მსოფლიო პრაქტიკაში და არ მახსენდება, მძარცველი ბაკში შესულიყო და ვაჭრობა დაეწყო: თუ ჩემს მიერ დასახელებულ თანხას არ გადამიხდით, მძევლებს ადგილზე გავანადგურებო! ეს ალბათ განსაკუთრებულ (ქართულ) მაგალითად ჩაიწერება ბანკების ძარცვა-დაყაჩაღების ისტორიაში.
ტერორისტული აქტის იმიტაციამ, პირველივე წუთებიდანვე გააჩინა კითხვები, რომელიც ერთი შეხედვით, საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს, თუმცა, კიდევ ვიმეორებ, ეს მხოლოდ ვარაუდია და მას სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს (უნდა ჩატარდეს ობიექტური გამოძიება, სხვანაირად , სპექტაკლის სცენარის ავტორად და რეჟისორად შეიძლება ხელისუფლება მოინათლოს)!
თავიდანვე კითხვის ნიშნებს ბადებდა მძევლების (უპირველესად ირაკლი კვარაცხელიას „ლაივში“ჩართვა, რომელიც გიგი უგულავას მერობის დროს თბილისის მერიის უსაფრთხოების თანამშრომელი ყოფილა) ) კონტაქტი ტელეკომპანია „მთავართან , რომელმაც იმპულსი მისცა საზოგადოების ნაწილს- სცენარის ავტორებად და რეჟისორებად, ანუ , დამკვეთად, „ნაციონალური მოძრაობა“დაესახელებინა.
ეჭვს კიდევ უფრო აძლიერებდა ოპოზიციური ტელემედიის (განსაკუთრებით , „ნაციონალებთან“ ასოცირებული ტელემედის) მავნებლური გამოხტომები, როცა არა მარტო მიმდებარე ტერიტორიებს (სადაც სპეცრაზმები იყვნენ მობილიზებულნი), აშიშვლებდნენ, არამედ სნაიპერების ადგილმდებარეობასაც აჩვენებდნენ პირდაპირ ეთერში, რომელიც არა მარტო მათ(ტელეჟურნალისტების) უპასუხისმგებლობაზე და არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს!
როგორც ზემოთ ავღნიშნე, განსაკუთრებულ ეჭვს ბადებდა მძევალთა თავისუფალი კონტაქტი ტელემედიასთან , მითუმეტეს, მათი საუბრის ტონი(ლექსიკა) და მიმიკა- მათი მხრიდან შიშის ნიშანწყალიც არ შეიმჩნეოდა და უფრო გაზეპირებული ტექსტის შთაბეჭდილებას ტოვებდა!
როგორც მოსალოდნელი იყო, კრიმინალურმა (ასევე მასთან გათანაბრებულმა) ოპოზიციამ და ხელისუფლების საქმიანობით უკმაყოფილო საზოგადოების ნაწილმა, გუშინდელ ისტერიას პოლიტიკური შეფასება მისცა და მმართველი გუნდი უმოქმედობაში- კრიმინალის აღზევებაში დაადანაშაულა. თუმცა, გუშინდელი ინციდენტი სულაც არ იძლევა იმის თქმის უფლებას, რომ ეს ნამდვილად ასეა-ბანკის გაძარცვა-დაყაჩაღება ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერი ხელისუფლების დროს მომხდარა და დღესაც ხდება, თუმცა , დაყაჩაღების სტილს და მეთოდს გააჩნია.მითუმეტეს, ასეთ დროს, გარკვეული გარანტიების გარეშე ერთი ადამიანი არასდროს ამხელა რისკზე არ მიდის .არადა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ყაჩაღი თუ ტერორისტი, მარტოდმარტო იყო – თანამზრახველების გარეშე.ყ ოველ შემთხვევაში, ფიზიკურად ასე ჩანდა.
მადლობა ღმერთს , ყველაფერმა კარგად ჩაიარა-მძევლები განთავისუფლდნენ,მძარცველმაც თავისი გაინაღდა , ავთო გალდავაც გმირ პოლიციელად ვაღიარეთ(სხვათაშორის ,რაც არ უნდა საეჭვო ინსინუაციებთან გვქონდეს საქმე, მისი გამბედაობა გმირობის ტოლფასია!), მაგრამ,ვიდრე პასუხი არ გაეცემა ლოგიკურ კითხვებს , ეს „ოპერაცია“ დღევანდელ ხელისუფლებას შავ ლაქად დარჩება.მეტიც, თუ დამკვეთი არ გამოვლინდა და სამართლებრივად არ შეფასდება გუშინდელი „საბანკო ისტერია“, დიდი ალბათობით, სცენარის ავტორობა და რეჟისორობაც , ხელისუფლებას დაბრალდება!
ეჭვი და ვარაუდი არ არის საკმარისი, მაგრამ, ლოგიკურად ჩნდება კითხვა: ვის დასჭირდა ეს უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე? თუ კრიმინალურ ოპოზიციას, რომ კიდევ ერთხელ ეჩვენებინა დღევანდელი ხელისუფლების პირობებში კრიმინალის აღზევება და საზოგადოების დაცველობა, გორდიას კვანძი უნდა გაიხსნას და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. ხოლო თუ ხელისუფლების ინტერესში შედიოდა მსგავსი ვნებათაღელვის დემონსტრირება არჩევნების წინ და ოპოზიციისთვის დაბრალება, ეს ძალიან საშიში სიმპტომია საზოგადოებისთვის.
რაც შეეხება კითხვას: შესაძლებელი იყო თუ არა სპეცოპერაციის ჩატარება სიხლისღვრის გარეშე, ამაზე პასუხი სპეციალისტებმა (ანტიტერორისტული საქმიანობის ექსპერტებმა) უნდა გასცენ!
ზაურ ნაჭყებია