112-ის მოქმედ თანამშრომელს, დავით მატუას, რომელმაც „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში თავდამსხმელი საკუთარი მანქანით მიიყვანა, ინფორმაციის გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი. მისი გამოკითხვა სამხარეო ადმინისტრაციაში ცოტა ხნის ინ დასრულდა.
დავით მატუას ძმის ინფორმაციით, შეიარაღებული პირი მას კოლხიდას ხიდთან გადაუდგა და ბანკამდე მიყვანა მოსთხოვა.
შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა ბანკის ფილიალზე შეიარაღებული თავდამსხმა განახორციელა და მძევლები აიყვანა.
8-საათიანი დაძაბულობის შემდეგ გათავისუფლდა 43-ვე მძევალი, თავად თავდამსხმელი კი, მოთხოვნილი 500 ათასი დოლარით, მიიმალა.
წყარო: ptn.ge