„პატრიოტთა ალიანსის“ ერთერთი ლიდერი დავით თარხან-მოურავი “ქართულ ოცნებასთან” კოალიციას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ივანიშვილი გუნდს შეცვლის და „ძველ მებრძოლ ხალხს“ დააბრუნებს.
ამის შესახებ დავით თარხან-მოურავმა ტვ “ფორმულას” გადაცემაში „საქართველო ირჩევს“ დასმული კიტხვის საპასუხოდ განაცხადა, არის თუ არა, მისთვის წითელი ხაზი კოალიცია “ქართულ ოცნებასთან”, რომელიც, თავის მხრივ, იგივეს აცხადებს “პატრიოტთა ალიანსზე”.
“არავითარი კოალიცია მდინარაძესთან და კობახიძესთან არ შეიძლება მოხდეს. ჩვენ ვიმარჯვებთ ამ არჩევნებში. კოალიცია შეუძლებელია სააკაშვილთან, კობახიძესთან, მდინარაძესთან, ბოკერიასთან. ერთი და იგივე ხალხია ეს. კოალიციაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი შეცვლის ამ გუნდს. ამ გუნდთან კოალიცია შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ხალხი დატოვებს მას და დაბრუნდება ძველი მებრძოლი ხალხი”, – განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.
შეგახსენებ: საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდება.
“აიპრესი”