არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთს, ირანსა და ჩინეთს აშშ-ის საარჩევნო პროცესში ჩარევისთვის პასუხს ვაგებინებ- ჯო ბაიდენი

„დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთს, ირანსა და ჩინეთს აშშ-ის საარჩევნო პროცესში ჩარევის გამო პასუხს აგებინებს.

 

„ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ამერიკის არჩევნებში ერევა, ფასის გადახდა მოუწევს. თუ პრეზიდენტად ამირჩევენ, ირანს ჩინეთსა და რუსეთს ფასის გადახდა მოუწევთ. ისინი აშშ-ის სუვერენიტეტს არღვევენ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

22 ოქტომბერს აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა განაცხადა, რომ რუსეთმა და ირანმა გარკვეული ინფორმაცია მიიღს ამერიკელი ამომრჩევლების რეგისტრაციის შსახებ და არჩევნებზე გავლენის მოხდენა სურთ.

აშშ-ში საყოველთაო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. საყოველთაო არჩევნების ფარგლებში ამერიკელები ქვეყნის პრეზიდენტს, წარმომადგენელთა პალატის 435 წევრს, სენატორების 1/3-სა და 13 გუბერნატორს აირჩევენ.

“იმედი”