აშშ-ის საელჩომ თურქეთში განცხადება გაავრცელა სადაც ნათქვამია, რომ დიპლომატიურმა მისიამ სტამბოლში მოსალოდენელი ტერაქტების შესახებ უტყუარი ინფორმაცია მიიღო.
“ამერიკულმა მისიამ თურქეთში სანდო შეტყობინება მიიღო სტამბულში მოსალოდნელი ტერორისტული აქტების, ამერიკისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე თავდასხმისა და მათი გატაცების, ასევე ამერიკის საკონსულოსა და სხვა ობიექტებზე მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.
ანკარაში აშშ-ის საკონსულომ თურქეთში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა. საკონსულოს განცხადებით, ყველანაირი სამოქალაქო და საკონსულო მომსახურეობა მთელი თურქეთის მასშტაბით დროებით შეჩერებული იქნება.
წყარო: report.ge