აშშ რუსეთს ჰაკერულ თავდასხმაში ადანაშაულებს

აშშ რუსეთს ჰაკერულ თავდასხმაში ადანაშაულებს. როგორც ფედერალური საგამოძიებო ბიუროსა და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რუსი კიბერ დამნაშავეები მთავრობის კუთვნილ ათობით სერვერს და საავიაციო კომპანიის კომპიუტერულ ქსელს დაესხნენ თავს.

 

ფედერალურ საგამოძიებო ბიუროში განაცხადეს, რომ რუსეთის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი კამპანია მიმართული იყო რამდენიმე ამერიკული სამიზნისკენ. გამოძიების ცნობით, რამდენიმე შემთხვევაში ამ კამპანიამ შედეგი გამოიღო.

როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარი რუსეთის მავნებლურ საქციელზე მიუთითებს.

“1არხი”