ჩინეთს ომის არ ეშინია, ფეხებს ვერანაირი გამოწვევა ვერ აგვიკანკალებს- სი ძინპინი 

 

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი აცხადებს, რომ ჩინეთს ომის არ ეშინია და არასდროს დაუშვებს, მის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და განვითარებას ძირი გამოეთხაროს.

 

სი ძინპინის ეს  განცხადება აშშ-ჩინეთს შორის ურთიერთობების სერიოზული დაძაბვის ფონზე გაჟღერდა.

„დაე, სამყარომ იცოდეს, რომ ჩინელი ხალხი ახლა ორგანიზებულია და მათთან ხუმრობა არ არგებთ“, – აღნიშნა სი ძინპინმა ჩინეთის კორეის ომში ჩართვის 70 წლისთავთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, ჩინეთს არანაირი სირთულე და გამოწვევა არ აშინებს.

„ჩინელმა ხალხმა გააცნობიერა, აუცილებელია, გამოიყენო ის ენა, რომელიც დამპყრობლებისთვის გასაგებია. ომს ომით უნდა დაუპირისპირდე. ჩინელები პრობლემას არ შექმნიან, მაგრამ არც არაფრის გვეშინია და ფეხებს ვერანაირი გამოწვევა და სირთულე ვერ აგვიკანკალებს”, – განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა.