დეგენერატების ქვეყნად ჩამოვყალიბდით, კიდევ კარგი, რომ ქართული ნიჭი, კრიმინალში მაინც შენარჩუნდება

“ევრაზიის ინსტიტუტის” დირექტორი, პოლიტოლოგი გულბაათ რცხილაძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

 

ერთი ეს ვერ გავიგე – ყველა გაიძახით, მისმენენ, მისმენენ ტელეფონზე, კომპიუტერში იჭყიტებიან, ჯიპიესით გვაფიქსირებენ კოსმოსიდან და მთელი ამბებიო. და ზუგდიდელი ზორანდი ტუტაშხია (ჩემი ერთი დიდი ხნის წინანდელი რუსი მეზობლის ტერმინია, ღმერთმა აცხონოს)), რომ ჩაჯდა მანქანაში და გაემართა სამ მძევალთან ერთად სადღაც – იმ მანქანას, მით უმეტეს, პოლიციისას, არ ჰქონდა არანაირი ნავიგაცია, ფარულად დაყენებული, ან სხვა საშუალებები ზასეჩკის არ იყო, რომ ამ ერთ ციცქნა ქვეყანაში არ დაკარგოდათ??? გომბელაური, ჯარიმებს რომ მიგზავნი, მანქანაში მიყურებ ვიდეოკამერებით, თუკი თეთრი პერანგი მაცვია და ღიპი დიდად მიჩანს და ამ ღიპზე რემენი არ მიკეთია, 40 ლარით მაჯარიმებ, რატომ ვერ დაინახე ზორანდი ტუტაშხიას მიერ გატაცებული, შენი უწყების ბალანსზე მყოფი მანქანა მთელი ღამის მანძილზე?? ტრასაზე მაინც დაგეყენებინათ მსტოვრები, აქაც და იქაც, თვალ-თვალი ხომ შეიძლებოდა? რა ვიცი, დეგენერატების ქვეყნად ჩამოვყალიბდით მე მგონი, კიდევ კარგი, ზორანდი ტუტაშხიები დარჩნენ და იმედია, რომ ქართული ნიჭი, კრიმინალში მაინც შენარჩუნდება.))