ფეხბურთის მეფე პ ე ლ ე, ედსონ არანტის დუ ნასიმენტუ 80 წლის გახდა (ვიდეო)

ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს, ედსონ არანტის დუ ნასიმენტუს 80 წელი შეუსრულდა.

 

„ფეხბურთის მეფე“ 1940 წლის 23 ოქტომბერს ტრენს-კორასოინსში დაიბადა. ფეხბურთის თამაში მან ადრეულ ასაკში დაიწყო და 7 წლისა უკვე ადგილობრივ საბავშვო კლუბში თამაშობდა, 16 წლის იყო, როდესაც ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ირიცხებოდა. იხილეთ ვიდეო:

https://youtu.be/Nk5hkEMnmLE

 

საფეხბურთო კარიერა პელემ 1977 წელს დაასრულა. ის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია, გატანილი 1281 გოლით კი მსოფლიოს აბსოლუტურ რეკორდსმენად ითვლება. FIFA-მ პელე მსოფლიოს უდიდეს ფეხბურთელად, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კი მსოფლიოს უდიდეს სპორტსმენად აღიარა.