იაპონიის ფუქუშიმას ატომური სადგურის დაბინძურებული წყალი რადიოაქტიურ ნივთიერებას შეიცავს, რომელმაც შესაძლოა ადამიანის დნმ დააზიანოს. ნათქვამია საერთაშორისო საზოგადოებრივი ბუნებისდამცველთა ორგანიზაციის (Greenpeace) მიერ, რომლის შესახებაც ინფორმაციას BBC აქვეყნებს.
Greenpeace-მა პრეტენზია მას შემდეგ გამოთქვა, რაც იაპონიის მთავრობა ატომური ელექტროსადგურიდან “ფუკუშიმა-1” მილიონ ტონაზე მეტი რადიოაქტიური წყლის ზღვაში ჩაღვრას გეგმავს.
მეცნიერთა უმრავლესობა ამბობს, რომ დნმ-ის დაზიანების რისკი დაბალია, თუმცა ზოგიერთი გარემოსდამცველი ამ იდეას ეწინააღმდეგება.
იაპონიის მთავრობა Greenpeace-ის გამოქვეყნებულ ანგარიშის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.
წყარო: report.ge