რომ არ ყოფილიყო სერგო, არ იქნებოდა საქართველო. არ იქნებოდა საქართველო და არც თქვენ იქნებოდით მარშელებო.
ამიტომ საქართველოს მართვაზე თუ გაქვთ პრეტენზია, ისწავლეთ ნამდვილი ისტორია და არა თურქების და ნატოელების დაწერილი. აწი ნაცების შტაბს რომ მივარდებით სერგო ორჯონიკიძის შეურაცმყოფელი პლაკატი ხელთ არ დაიჭიროთ. ეს ჩემი მეგობრული რჩევაა.
სერგოს რომ არ გაესაბჭოებინა საქართველო ( თქვენ რომ ოკუპაციას ეძახით) ახლა აქ ქართულის ნაცვლად თურქული ენა და ქართველების ნაცვლად თურქული ტომები იქნებოდა. იყო ამის ნიშნები.
1918 წლის 4 ივნისის საზავო ხელშეკრულებით მენშევიკებმა თურქეთს დაუთმეს ახალქალაქის მაზრა, ახალციხის მაზრის ნაწილი, ყარსის ოლქი და ბათუმის ოლქის სამხრეთი მხარე. სულ 11.3 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია მასზე მცხოვრებლი 250 ათასი ქართველით. თუმცა ეს თურქთა გაძლიერებულ მადას ვერ აკმაყოფილებდა და განაგრძობდა შეტევას თბილისის მიმართულებით. თურქის ჯარები ქუთაისის მისადგომებთანაც გამოჩნდნენ, მაგრამ უკვე მათ საპროტესტო ნოტა თვით ლენინის საბჭოთა რუსეთმა აახლა. რუსეთი თურქეთს ბრესტის ზავის პირობების დარღვევაში ადანაშაულებდა და მოითხოვდა დაუყონებლივ დაეტოვებინა დაპყრობილი ტერიტორია. თურქეთი იძულებული გახდა უკან დაეხია. აი ეს ხდებოდა სანამ სერგო მოვიდოდა წითლებით და პანღურით არ გაყრიდა აქედან ოსმალებს.
რაღა მანდამაინც სერგოს ეძახით ქართული მიწების გამყიდველს. რა გაყიდა დოკუმენტი დადეთ.
მე მიგითითეთ ბათუმის ხელშეკრულება და თურქეთისთვის გადაცემული ქალაქები… ვინმემ ჟორდანიაზე, ან რამიშვილზე თქვა ქართული მიწები გაასხვისაო? არა.
ისინი ლამის ეროვნულ გმირებად აღიარონ ამიტომ ასეთი მიდგომებით იშლება და იშლება საქართველო.