როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს

ქუთაისში დღისით ტემპერატურა +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. მზიან დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ოზურგეთში, სადაც ჰაერის ტემპერატურა +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი არის მოსალოდნელი. ბათუმში +22 გრადუსი სითბო და მზიანი ამინდი არის ნავარაუდევი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში +22 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ზუგდიდში ღრუბლიან ამინდს ვარაუდობენ, +24 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით, კი +9 გრადუსამდე დაიწევს. სოხუმშიც ღრუბლიან ამინდს პროგნოზირებენ, აქ ჰაერის ტემპერატურა +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში +15 გრადუსი არის ნავარაუდევი, ღამით კი +4 გრადუსი არის მოსალოდნელი. ასევე მზიან დღეს და +20 გრადუს სითბოს ვარაუდობენ ამბროლაურში, სადაც ღამის განმავლობაში ტემპერატურა +8 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაში +23 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +9 გრადუსი არის ნავარაუდევი.

+19 გრადუსი არის დღის განმავლობაში ნავარაუდევი ახალციხეში. აქ ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაიწევს. ბორჯომში +20 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში +21 გრადუსამდე გათბება ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. ცხინვალში +20 გრადუსი, ღამით კი ტემპერატურა +8 გრადუსამდე დაიწევს. გუდაურში +13 გრადუსი და მზიანი დღე არის ნავარაუდევი. ღამით ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსამდე დაიწევს. ომალოში +13, ღამით კი 0 გრადუსი არის ნავარაუდევი.

ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსს მიაღწევს,ღრუბლიან ამინდ ვარაუდობენ, ღამით კი 9 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში, +20 გრადუსი დაფიქსირდება დღის განმავლობაში, ღამით კი +11 გრადუსი არის მოსალოდნელი. +21 გრადუსი სითბო არის ნავარაუდევი გურჯაანში, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. +21 გრადუსი სითბო მოსალოდნელია სიღნაღში, სადაც ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსამდე დაიწევს.

რუსთავში მზიან ამინდს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერის ტემპერატურა +22 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში, ღამით კი 10 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

 

“იმედინიუსი”