რუსეთი არ გამორიცხავს სომხეთში დამხმარე ძალის გასაგზავნად საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენოს

რუსეთის დუმის დეპუტატი, კონსტანტინ ზატულინი არ გამორიცხავს, რომ შესაძლებელი გახდეს რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე სომხეთში დამხმარე ძალის გასაგზავნად გამოიყენოს.

 

მისი თქმით, აზერბაიჯანს და თურქეთს რეგიონში სამხედრო რევანში სურთ, ამიტომ მოსკოვმა უნდა დაამტკიცოს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში წამყვანი ქვეყანაა.

გასაგებად უნდა ავუხსნათ საქართველოს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მან მშვიდად უნდა მიიღოს ის რომ, მისი საჰაერო სივრცის გამოყენებით სომხეთში საჭირო ძალები და საშუალებები გაიგზავნება. ეს იქნება იძულებითი გადაწყვეტილება, რადგან საუბარია კავკასიაში ბოევიკების შეღწევაზე, რაც დააზარალებს რუსეთსა, საქართველოსაც და ყველას. ჩვენ ზომები უნდა მივიღოთ“, – ამბობს ზატულინი.