რუსეთის საგარეო უწყება – კონფლიქტის უშუალოდ სომხეთში გადასვლამდე, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ჩართულობაზე საუბარი არაკორექტულია

ვიდრე კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე გრძელდება და არ გადასულა უშუალოდ სომხეთში, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ჩართულობაზე საუბარი არაკორექტულია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ პანინმა განაცხადა.

 

კონფლიქტი არ გადასულა ტერიტორიაზე, სომხეთიდან ოფიციალური მოთხოვნა არ მიგვიღია. კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია ეხმარება წევრ სახელმწიფოებს განსაზღვრულ სიტუაციებში, როდესაც არის აშკარა აგრესია. ვიდრე საუბარია მთიან ყარაბაღზე, რომელიც არ არის აღიარებული თავად სომხების მიერ თავიანთი ტერიტორიის ნაწილად და სავარაუდოდ, არ შეიძლება, იყოს აღიარებული, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის თავდაცვითი პოტენციალის ჩართულობაზე საუბარი არაკორექტულია“ , – ციტირებს „რია ნოვოსტი“ რუსი დიპლომატის განცხადებას.

“1არხი”