საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

საქართველოში მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება დაიწყო.

 

როგორც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში აცხადებენ (FAO), პროექტს რამდენიმე მიზანი აქვს:

· საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული კანონმდებლობის შემუშავება.

· 20 000 ჰა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების მართვის გეგმების შემუშავება, გურჯაანის, დმანისისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებისთვის.

· 747 ჰა-ზე: საძოვრების მართვა, სარეველების კონტროლი, ადგილობრივი ჯიშების ხელშეწყობა, ნიადაგის განოყიერება, ტერასების მოწყობა, მომთაბარე საქონლისთვის საწყურებლებისელეტრო ღობეებისა და მობილური საჩრდილობლების მოწყობა, მზის ენერგიაზე მომუშავე საპილოტე წყლის ჭის მოწყობა.

· 200-მდე სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებისა და ფერმერების შესაძლებლობების გაძლიერება საძოვრების მდგრადი მართვის კუთხით.

პროექტს, FAO საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის, აღმასრულებელი ორგანიზაციაა კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus). პროექტს პარტნიორობას უწევს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).

“იმედი”