სიტუაცია, როდესაც აზერბაიჯანის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგულია, მუდამ ვერ გაგრძელდება- ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სიტუაცია, როდესაც აზერბაიჯანის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგულია, მუდამ ვერ გაგრძელდება.

 

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთისთვის დიდი ტრაგედიაა, როდესაც მთიანი ყარაბაღის ირგვლივ კონფლიქტის გამო ხალხი იღუპება.

„კონფლიქტი ეთნიკური დაპირისპირებიდან დაიწყო. სამწუხაროდ, ფაქტია, რომ სუმგაითში, ხოლო შემდეგ მთიან ყარაბაღში სომეხი ერის წინააღმდეგ სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს. ყველაფერი ეს უნდა გავითვალისწინოთ. ამავდროულად გვესმის, რომ სიტუაცია, როდესაც აზერბაიჯანის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგულია, მუდამ ვერ გაგრძელდება. წლების განმავლობაში ამ კრიზისის დარეგულირების სხვადასხვა ვარიანტს ვთავაზობდით“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის თანასწორი პარტნიორები არიან.

„რუსეთს ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობები ჰქონდა სომხეთთან, თუმცა ასევე ყოველთვის გვქონდა განსაკუთრებული ურთიეღთობები აზერბაიჯანთანაც“, – განაცხადა რუსეთის ლიდერმა.

ვლადიმერ პუტინმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ აშშ კონფლიქტის დარეგულირებას ხელს შეუწყობს.

“იმედი”