სააკაშვილთან მიკამათია, შენიშვნები მოუცია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიტოვებდა მე, სამჯერ არ დავუჯერე საკადრო საკითხებზე და დღემდე ძაღლის ნაკბენივით მაქვს, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი და ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე აცხადებს.
“არ ვაკეთებ არავის კომენტარებზე კომენტარს, რადგან ყველა კომენტარს ჰყავს ავტორი და მე არავის არ დავუნიშნივარ ამ კომენტარების კომენტატორად. მე შემიძლია, სხვა რაღაც გითხრათ – მიხეილ სააკაშვილი, ადამიანი, რომელთანაც მე ხუთი წელი ვიმუშავე და ვამაყობ იმით, რომ ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი, ვამაყობ, რომ დაცვის გარეშე დავდივარ ქუჩაში, არაფერი არ მხვდება ხვევნა-კოცნის გარდა.
არასოდეს მიხეილ სააკაშვილი არ ჩარეულა ჩემს საქმიანობაში. ყოველთვის გვქონდა კოლეგიალური ურთიერთობა და გვიკამათია, შენიშვნები მოუცია, არ დათანხმებულა ჩემს აზრს, მაგრამ ყოველთვის იყო ისე, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას მიტოვებდა მე, სამჯერ არ დავუჯერე საკადრო საკითხებზე და დღემდე ძაღლის ნაკბენივით მაქვს” – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
წყარო: report.ge