ირანმა ერაყში აშშ-ის ელჩი მეთიუ თელერი შავ სიაში შეიყვანა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
უცხოური მედიის ცნობით, ირანმა ეს გადაწყვეტილება აშში-ის მხრიდან ბაღდადში ირანის დიპლომატიური წარმომადგენლის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საპასუხოდ მიიღო.
“ერაყში აშშ-ის ელჩს, მეთიუ თელერს ერაყსა და მის გარეთ ტერორისტული თავდასხმების კოორდინირების პროცესში, ასევე გენერალ ყასემ სოლეიმანის მკველობაში ცენტრალური ადგილი უჭირავს” – განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.
წყარო: ptn.ge