ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, თამბაქოს მოხმარება კორონავირუსით ინფიცირების რისკფაქტორს წარმოადგენს.
„პანდემიის გავრცელებიდან 10 თვის თავზე მსოფლიო შეთანხმდა, რომ სიგარეტის მოწევა რისკფაქტორია. ის თავისთავად განაპირობებს სხვადასხვა დაავადების განვითარებას. ამიტომ, ყველას მინდა ვთხოვო, რომ თუნდაც ეს შანსი, პანდემია, გამოვიყენოთ და თამბაქოს გამოყენება შევწყვიტოთ” – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
წყარო: itv.ge