ხაშურის ორი სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, ამის მიზეზი კი კორონავირუსია. COVID-19 ქალაქის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგს დაუდასტურდა, ინფიცირებულია მერვე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის ორი მოსწავლეც.
დროებით დაიკეტა მეხუთე საბავშვო ბაღიც, ამ შემთხვევაში კორონავირუსი სააღმზრდელო დაწესებულების თანამშრომელს დაუდგინდა. ინფიცირებულია ასევე ხაშურის მერიის 5 თანამშრომელი და საკრებულოს წევრი.
“რუსთავი2”