საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თქმით, მის ქვეყანას კორონავირუსთან ბრძოლა სულ მცირე, მომდევნო წლის ზაფხულამდე მოუწევს.
როგორც BBC იუწყება, საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევებმა მილიონს გადააჭარბა.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში პარაკსევს კორონავირუსის 40,000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
გარდა საფრანგეთსა, ვირუსის საგრძნობელი ზრდა შეინიშნა რუსეთში, პოლონეთში, იტალიასა და შვეიცარიაში.
ევროპაში ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა გასული 10 დღის განმავლობაში გაორმაგდა.
ჯამში ევროპაში 7,8 მილიონი კოვიდინფიცირების შემთხვევაა დადასტურებული, ხოლო ლეტალური შემთხვევების რაოდენობა კი დაახლოებით 247,000-ია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
“იმედინიუსი”