ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდლის, გადამდგარი გენერლის ბენ ჰოჯესის განცხადებით, საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ახლავე უნდა გახდეს, რადგან ამისთვის მზად არის, უკრაინა კი ჯერ არა.
ამის შესახებ ბენ ჰოჯესმა კიევში გამართულ უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.
“მე მჯერა, რომ საქართველო ახლავე უნდა გახდეს ნატოს წევრი. უკრაინას ცოტა მეტი დრო დასჭირდება” – თქვა ჰოჯესმა.
მისივე თქმით, მას სჯერა, რომ უკრაინა საბოლოოდ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდება.
ჰოჯესმა დასძინა, რომ უკრინა „წინ უნდა წავიდეს“ და ნატო-ში ინტეგრაციის გასაძლიერებლად მცდელობები განაგრძოს.
გენერალი ბენ ჰოჯესი საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერია და მსგავსი შინაარსის განცხადებებს ხშირად აკეთებს.
წყარო: cyc.ge