საქართველომ ჯანმოს რეკომენდაცია მიიღო და COVID-19-ის სამკურნალოდ „რემდესივირს“ გამოიყენებენ

ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ კორონავირუსით ინფიცირების ყოველი მომდევნო დღე-ღამური მაჩვენებელი რეკორდული იქნება

საქართველომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატ „რემდესევირის“ გამოყენების რეკომენდაცია მიიღო, განაცხადა ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

„რემდესივირი“ ნუკლეოტიდური ანალოგების კლასში ახალი ანტივირუსული პრეპარატია. აშშ-მა 2020 წლის 1 მაისიდან ქვეყანაში COVID-19-ის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გადაუდებელი გამოყენებისთვის ნებართვა გამარტივებული წესით გასცა,

„ჩვენ მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია კლინიკურ ჯგუფთან და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან მივიღეთ რეკომენდაცია, რომ კვლევის ფარგლებში გვაქვს უფლება, რომ გამოვიყენოთ „რემდესივირი”, შესაბამისად, დაწყებულია შესყიდვის პროცედურები“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

“სპუტნიკი”