შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:

,,ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თითქოს პარტიული მითითებით წინასაარჩევნოდ საქართველოს რეგიონებში იმყოფებიან არის “ფეიკ ნიუსი” და არ შეესაბამება სიმართლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება და
მედიასაშუალების მხრიდან მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელება ემსახურება პოლიციის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას.,, – ნათქვამია განცხადებაში.

 

“აიპრესი”