ზუგდიდში მომხდარი მოვლენები, საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტში აღმოჩნდა …

საქართველო უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.

ზუგდიდში ჩატარებული სპეცოპერაცია Googles-ის საძიებო სისტემაში მეტწილად, შემდეგი აღწერით იძებნება – “ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, საქართველოში 43 ბანკის მძევალი გაათავისუფლეს”.

სწორედ ასეთი სათაურით გააშუქა საერთაშორისო პრესამ ზუგდიდში განვითარებული მოვლენები.

გამოქვეყნებულ სტატიებში ნათქვამია, რომ ქალაქ ზუგდიდში შეარაღებულმა მამაკაცმა ბანკის თანამშრომლები და მომხმარებლები მძევლად აიყვანა და გამტაცებელი 500 ათას დოლარს ითხოვდა.

“ადგილობრივმა ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამტაცებელი ხელყუმბარით იყო შეიარაღებული. ასევე, კადრები, რომელშიც ჩანდა, როგორ ისხდნენ იატაკზე მძევლები. ვიდეოში ნაჩვენები იყო სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი, რომელსაც ხელში თოფი ეკავა, ის სახეზე ხელს იფარებდა” – წერს Associated Press-ი.

ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა Washington Post-იც.

“ოთხშაბათს, დღის მიწურულს რამდენიმე ქართულმა ტელეარხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელმა შენობა დატოვა და თან სამი მძევალი წაიყვანა, მათი ზუსტი ადგილსამყოფელი კი უცვლელია. ორმა ტელეკომპანიამ კი შესაბამისი კადრები გაავრცელა, როგორ გამოდის გამტაცებელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად” – იუწყება Washington Post.

ABC NEW-ს კი წერდა, რომ სავარაუდოდ, 3 მძევალიდან ერთ-ერთი ადგილობრივი პოლიციის უფროსია, რომელიც შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

ზუგდიდის სპეცოპერაციას ასევე გამოეხმაურა Vancourier-ი. გამოცემა აღნიშნავს, რომ 43 გათავისუფლებული მძევალი „უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილნი“.

CT POST-ი წერს, რომ „პოლიცია 43 მძევლის გათავისუფლების შემდეგ სპეცოპერაციას კვლავ განაგრძობს, მაგრამ ინფორმაციას არ ავრცელებს თავდამსხმელის შესახებ, რომელმაც 3 მძევალი წაიყვანა“.

Associated Press-ზე დაყრდნობით მომხდარის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ US.NEWS-ი, Oklahoman-ი, Dailyherald-ი და Piquenewsmagazine-ი.

სპეცოპერაციას ზუგდიდში გამოეხმაურა daytondailynews-იც. ზემოთ აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემამ ზურაბ ცერცვაძის მიერ გადაღებული განვითარებული მოვლენების ამსახველი ფოტომასალაც დაურთო.

წყარო: ptn.ge