ბოლო დროს უკრაინის საზოგადოების ნაწილში ვრცელდება მოსაზრება–კმარა ევროკავშირი და ამერიკა! ხალხის ნაწილი მიხვდა რომ ისინი ჩაითრიეს ომში, ორი გიგანტის ამერიკა–რუსეთის თამაშში, სადაც უკრაინა ფაქტიურად გაისრისა და უკრაინისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია დაალაგოს ურთიერთობები მეზობელ და სისხლით მონათესავე ქვეყანასთან–რუსეთთან.
არ ვიცი რამდენად ხვდებიან ამას უკრაინის ხელისუფლები, მაგრამ ფაქტი სახეზეა რომ უკრაინის პრეზიდენტი და ძმანი მისნი არ არიან დამოუკიდებელნი გადაწყვეტილებების მიღებაში.
უკრაინის, ისევე როგორც საქართველოს მარიონეტული ხელისუფლებები მხოლოდ დასავლეთთან ( აშშ-ვეროკავშირი) შეთანხმებით აკეთებენ მეტნაკლებად სერიოზულ და მნიშვნელოვან განცხადებებს, ამიტომ საგარეო-პოლიტიკური კურსის მოსალოდნელ ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთების უფლება თუ კომპეტენცია, მათ უბრალოდ არ გააჩნიათ.
საერთოდ, ის რაც ხდება ამჟამად უკრაინასა და საქართველოში მიღებული პრაქტიკაა ამერიკისთვის, მსგავს უმწეო და დამოკიდებულ ქვეყნებს, მათ გაყიდულ ხელისუფლებს- ე.წ. ამერიკის „ძაღლიშვილებს“, ხშირ შემთხვევაში დიქტატორებს და კორუმპირებულებს, აშშ თავად ეხმარებოდნენ ხელისუფლებაში მოსვლაში, წლების მანძილზე იყენებდნენ თავისი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად ამა თუ იმ რეგიონში და ეს მოჩვენებითი მეგობრობა გრძელდება გარკვეულ მომენტამდე, მანამ სანამ მოტყუებული ქვეყანა და მისი მარიონეტი ხელისუფალი ამერიკის მოთხოვნებს თუ ინტერესებს აღარ დააკმაყოფილებს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ აღარ იქნებიან საჭირო მათთვის….
ისტორიაში ამის უამრავი მაგალითი არსებობს, როდესაც აშშ მეგობრობდა, ყველანაირად ეხმარებოდა და მხარს უჭერდა დიქტატორულ რეჟიმებს ამა თუ იმ ქვეყანაში, შემდეგ კი პოლიტიკური ვითარების ცვლილებასთან ერთად, როგორც იტყვიან “За ненадобностью”, თავიდან იცილებდა მათ, ამის ნათელი მაგალითებია: დომინიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი რაფაელ ტრუხილიო, ნიკარაგუას პრეზიდენტი ანასტასიო სომოსა, ეგვიპტეს პრეზიდენტი ანვარ სადათი, ჩილეს დიქტატორი პინოჩეტი, ყველაზე კორუმპირებული ფილიპინელი ფერდინანდ მარკოსი, პაკისტანის პრეზიდენტი ზია ულ-ჰაკი, არგენტინის დიქტატორი ხორხე რაფაელ ვიდელა, ფერადი გენერალი, პარაგვაის უკანასკნელი ფიურერი– ალფრედო სტრესნერი, კუბის დიქტატორი რუბენ ფულხენსიო ბატისტა-ი-სალდივარი, ცნობილი სადამ ჰუსეინი…..კიდევ მრავალი სხვა. ყველანი ისინი, ამერიკელებმა ჯერ აღაზევეს ცამდე, შემდეგ კი მიწაზე დაანარცხეს, ზოგიც მოკლეს…. ესაა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მთავარი ბერკეტი, რასაც ვერ თუ არ ხვდებიან უკრაინა და საქართველო.
საერთოდ, მსგავს “ძაღლიშვილებზე”, როგორც მათ თავად ამერიკელები უწოდებენ , დაყრდნობის პრინციპი ამერიკის გარიჟრაჟზე იშვა, მის წარმოშობას აბრაამ ლინკოლნის ერთ-ერთ უახლოეს თანამოაზრეს- თადეუს სტივენსს უკავშირებენ, ერთხელ თანამდებობის კანდიდატებს შორის არჩევანის გაკეთებისას, თავის ამხანაგებს `რესპუბლიკური პარტიიდან ჰკითხა, ორ მაძიებელთაგან რომელი იყო უკეთესი? ორივე მათგანი დიდი არამზადაა! – იყო პასუხი. დიახ, მაგრამ რომელია ჩვენი არამზადა? – დააზუსტა კითხვა სტივენსმა.
რასაც დასავლეთი უკრაინას პირდება, ეს არის ზუსტად იგივე სატყუარა, რომლითაც ოცი წელზე მეტია, საქართველოს და მის მოსახლეობას ატყუებენ აშშ და მისი მონა-მორჩილი საქართველოს წინა თუ ახალი ხელისუფლებები. რა დაგვრჩება ამ დაპირებებისგან საბოლოოდ? ვალი, რომელიც ისევ ჩვენი მომავალი თაობების გასასტუმრებელია და საბოლოოდ გაფუჭებული ურთიერთობები მეზობელ რუსეთთან, რომელთანაც მოგვწონს ჩვენ ეს თუ არა, აუცილებლად უნდა დავალაგოთ ურთიერთობები და ეს, უპირველეს ყოვლისა, არა რუსეთის, არამედ სწორედ საქართველოს ინტერესებშია.
კონსტანტინე ჩიკვილაძე