“ამიერკავკასიაში რუსეთის ინტერესების იგნორირება, არის საფუძველთა საფუძველი საქართველოს უბედურებისა”

თანამედროე ქართულ მედიაში ხშირად შეხვდებით ამა თუ იმ ქართველი ,,ექსპერტისა,, თუ სხვადასხვა დაინტერესებული პირის მოსასაზრებებს რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების შესახებ.

 

ხშირ შემთხვევაში აღნიშნული შეფასებები არაკომპეტენტურ, ზერელე ხასიათს ატარებს.სახეზე გვაქვს ფაქტოლოგიური მასალის არაამომწურავი ანალიზი.

პრაქტიკულად შეიძლება თამამად გაკეთდეს დასკვნა, რომ რუსეთის, როგორც სახელმწიფოს სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური შესაძლებლობების არაჯეროვანი, არაადექვატური შეფასება, ამიერკავკასიის რეგიონში რუსეთის ინტერესების იგნორირება, არის საფუძველთა საფუძველი საქართველოს უბედურებისა, მისი წარუმატებლობებისა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს საქარველოში აგორებული ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის ბრძოლის ხერხები, მეთოდები, და ტაქტიკა ერთი განსაკუთრებული ნიშანდობლივობით გამოირჩეოდა საბჭოთა კავშირის სხვა მოკავშირე რესპუბლიკებში არსებული ანალოგიური მოძრაობებისაგან, საქართველოში გაცილებით თამამნი იყვნენ მოქმედებებსა და განცხადებებში რუსეთთან მიმართებაში, ვიდრე სხვა რესპუბლიკებში, დამოუკიდებელი საქართველოს ახალფეხადგმულმა პოლიტიკურმა სპექტრმა სამწუხაროდ იოტისოდენადაც ვერ გათვალა, თუ რაზე შეიძლებოდა ყოფილიყო წამსვლელი რუსეთი თავისი სამხედრო-სტრატეგიული ინტერესების დასაცავად.

ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში გაჩენილი ის ეიფორია, რომ რუსეთს შეიძლება თურმე თქვენ წარმოიდგინეთ და ,,ომიც მოუგო,, , რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა მოგვეჩვენოს 19-ე საუკუნიდან იღებს სათავეს. საქმე ეხება ჩრდილოეთ კავკასიაში წარმოებულ ე.წ.დიდ კავკასიურ ომს. რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში 30 წელზე მეტი ხანი მიმდინარეობდა და 1859 წლის 29 აგვისტოს, გენერალ ბარიატინსკის მიერ ღუნიბის ციხესიმაგრის აღებით დამთავრდა. ეს ომი, რომელიც 19-ე საუკუნის 20-იანი წლებიდან აგორდა ჩრდილოეთ კავკასიაში, მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლო სულისკვეთებისა და მისი მხედართმთავრული ღირსებების თვალსაზრისით საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, საფუძველში წარმოადგენდა ოსმალეთის ოტომანთა იმპერიის დაზვერვის მიერ ინსპირირებულ პროვოკაციას, რომლის მიზანი იყო, ერთის მხრივ რუსეთისათვის სამხრეთ ნაწილში შეექმნათ მუდმივად ფეთქებადი, საომარი კერა, ხოლო მეორეს მხრივ უკვე ამიერკავკასიაში გაბატონებული რუსეთისათვის ზურგში დაერტყათ გარკვეული ისლამური მეამბოხე პლაცდარმის შექმნის გზით. იმამ ყაზი მოჰამედის გარდაცვალების შემდეგ 1834 წლის 1 არილს აულ აშილტაში მიურიდების ყრილობამ შამილი ერთხმად აირჩია მთიელთა იმამად. მდინარეების ყოისუსა და სულაკის გადაკვეთაზე პირველი ციხესიმაგრე, სადაც იმამი შამილი გამაგრდა იყო ახულგო, რომელიც რუსეთის არმიის მრავალწლიანი შეტევების შედეგად აღებული იქნა. ერთი შეხედვით ახულგოს დაცემის შემდეგ მნიშვნელოვნად შევიწროებული იმამი შამილი და ზოგადად კავკასიელ მთიელთა განმათავისუფლებელი მოძრაობა კიდევ უფრო მეტად შეავიწროვა 1844 წ. საქართველოში მეფისნაცვლად დანიშნულმა მიხეილ ვორონცოვმა, რომელმაც ამ თანამდებობაზე 1856 წლამდე დაჰყო. სამწუხაროდ ქართული და არამარტო ქართული ისტორიოგრაფია ყოველთვის ცდილობდა გარკვეულწილად რომენტიულ ფერებში შეეფუთა სიტუაცია და დიდი კავკასიური ომის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაძი დაუსრულებლობის მომენტი გაესაღებინა, როგორც ჩრდილო კავკასიის ერების მხედრული სიმამაცის შედეგი, ანუ ამრიგად საქმე გვაქვს მოვლენათა არაამომწურავ, სუბიექტურ შეფასებასთან.სინამდვილეში კი ვითარება სულ სხვაგვარი იყო. 19-ე საუკუნის 40-იანი წლების მიწურულს მიხეილ ვირინცოვის მიერ წარმოებული სამხედრო კამპანიის შედეგად იმამ შამილსა და მის მიურიდებს გაუსაძლისი სიტუაცია შეექმნათ. ვრონცოვის ბრძანებით ჩრდილო კავკასიის მთიან ნაწილში მასიურად დაიწყო ხის მასივის გაჩეხვა , რათა შამილის მეომრებს ნაკლები თავშესაფარი ქონოდათ და ისინი უფრო ხელმისაწვდომნი ყოფილიყვნენ რუსული არტილერიისათვის. იმპერატორმა ნიკოლოზ პირველმა, რომელსაც მაინცდამაინც თვალში არ მოუვიდა ვორონცოვის საიმპერატორო კარისაგან დამოუკიდებლად განსაკუთრებული სამხედრო აქტივობა, ვორონცოვი პეტერბურგში გამოიძახა და ის მეფისნაცვლის თანამდებობას ჩამოაშორა.ოფიციალური ისტორიოგრაფია დღემდე ამტკიცებს, რომ ვორონცოვის კავკასიიდან წასვლის ოფიციალური მიზეზი იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, მაგრამ წყაროების ამომწურავი ანალიზიდან ნათლად ჩანს, რომ რუსეთის საიმპერატორო კარის მიზნებში შედიოდა ჩრდილოეთ კავკასიაში ომის ხელოვნურად გაჭიანურება.ერთის მხრივ ხანგრძლივი ომი მუდმივ საბრძოლო, მობილიზებულ ფორმაში ამყოფებდა არმიას, ხოლო მეორეს მხრივ ხანგრძლივი ომი იძლეოდა საშუალებას საბრძოლო იარაღის აღებ-მიცემობის ინფრასტრუქტურის განვითარებისა.

აქ გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: დიდი კავკასიური ომის ხანგრძლივი დაუსრულებელი გაგრძელება იძლეოდა საშუალებას დაღესტანის, ჩეჩნეთის, ინგუშეთისა და ყაბარდოს ჩრდილოეთ მიწების გაუკაცრიელებისა და იქ კაზაკური და რუსული სტანიცების აშენებისას., რაც უკვე შამილის დატყვევების შემდეგ წარმატებით განხორციელდა (1859წ) დიდი კავკასიური ომის ფაქტორი და ჩრდილოეთ კავკასიაში სტაბილურად რუსეთის საიმპერატორო კარისადმი არაკეთილგანწყობილი ერების არსებობის ფაქტი რუსეთმა ოსტატურად გამოიყენა და ორ ეტაპად 1864 და 1878 წწ განახორციელა მუჰაჯირობა, რომელიც დასრულდა უბიხების, როგორც ეთნიკური კუთვნილების საერთოდ გაქრობით, ასვე მუჰაჯირობა მასშტაბურად შეეხო ადიღეური მოდგმის ერებსა და ვაინახებს (ჩეჩნები და ინგუშები). ანუ ამ ფაქტოლოგიური გარემოებების ანალიზს გთავაზობთ, იმისათვის, რათა კიდევ უფრო თვალსაჩინოდ დავინახოთ და დავრწუნდეთ, რომ როდესაც რუსეთთან სამხედრო კონფრონტაცია დროში იწელება, ეს შესაძლოა გარკვეულწილად არის რუსულ არმიასთან დაპირისპირებული კონკრეტული ეთნოსის მხედართმთავრული ღირსებების გამოვლინება, მაგრამ გაცილებით ბევრად უფრო არის რუსული სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ ორგანიზებული პროცესი, რომელიც კონკრეტული ზესახელმწიფოებრივი, ზეგეოსტრატეგიული გეგმების ნაწილი ვრცელ პერსპექტივაში. 19-ე საუკუნის მეფის რუსეთის დროინდელი და საბჭოთა ისტორიოგრაფიას თუ გულმოდგინედ შევისწავლით და მათ მიერ მოვლენათა შეფასების რიტორიკასა და ნარატივს, რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსული ოფიციოზის ინტერესებში მიზანმიმართულად შედიოდა იმამი შამილისა და ყაზი მოჰამედის მსგავსი მეამბოხე ლიდერებისაგან შეექმნა წამებული, გმირი, დაუმარცხებელი რაინდები, რომლებიც უსამართლობას ,,ებრძოდნენ,,. ერთის მხრივ ეს ახალი თაობის ისტორიკოსებს განუმტკიცებდა მოვლენათა არაპრაგმატული, ილუზირული შეფასებისაკენ მისწრაფებას, ხოლო მეორეს მხრივ ვრცელ პერსპექტივაში ე.წ.,,დაუმარცხებელი, უძლეველი რაინდების,, არსებობის პრეცედენტი მნიშვნელოვან სტიმულს მისცემდა და წაახალისებდა პოტენციურად ვრცელ პერსპექტივაში რუსეთთან სამხედრო გზით ომში გამარჯვების რომანტიკის მოტრფიალეებს. მოვლენათა განვითარებამდაგვანახა, რომ ამ დოქტრინამ წარმატებით იმუშავა.1940 წლის მიწურულს მოსკოვის იოსებ სტალინის სახელობისმშრომელთა კომუნისტური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, 30 წლის ჰასან ისრაილოვმა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ში შეიარაღებული აჯანყება დაიწყო ვაინახი ხალხების დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით. იმხანად ჰასან ისრაილოვი ჩეჩნეთ-ინგუშეთში ,,მოსკოვის გლეხთა გაზეთი,,-ს სპეციალური კორესპოდენტის სტატუსით მოღვაწეობდა. ეს აჯანყება ჩეჩნეთ-ინგუშეთში 1944 წლის 23 თებერვალს სსრკ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის მიერ მიღებული დადგენილებით დასრულდა, რომლის ძალითაც განხორციელდა ავტონომიური ოლქის ლიკვიდაცია და ჩეჩნები და ინგუშები ყაზახეთში გადაასახლეს…

     დავით გოგიშვილი