ISFED – 36 Facebook გვერდი ოპოზიციის, ხოლო 30 გვერდი კი “ქართული ოცნების” დისკრედიტაციას ემსახურებოდა

36 ფეისბუქ-გვერდი ოპოზიციის, 30 კი, „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას ემსახურებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოპოზიციის, კრიტიკული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ 1 322 პოსტი გამოქვეყნდა, რომელთაგან 777 „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობისკენ იყო მიმართული, 183 „ევროპული საქართველოს“, 68 – „ლელოს“, ხოლო 225 პოსტი სხვა ოპოზიციური პარტიებისა და პოლიტიკოსების.

ISFED-ის ცნობითვე, ანტიოპოზიციურ გვერდებზე მხარდაჭერის გამომხატველი პოსტები ძირითადად „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ქვეყნდება. მცირე რაოდენობა კი, „პატრიოტთა ალიანსისა” და „ქართული მარშის“ მიმართებით.

წყარო: fortuna.ge