იტალიაში კინოთეატრები და სავარჯიშო დარბაზები იხურება, ესპანეთში კი ლოქდაუნია – ევროპა საგანგებო მდგომარეობაზე გადადის

კორონავირუსის შემთხვევების მატების პარალელურად, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ღამის საათებში კომენდანტის საათი დაწესდა ესპანეთში.

ახალი შეზღუდვები დააანონსა იტალიის პრემიერ-მინისტრმა. ქვეყანაში დაიხურება კინოთეატრები, სავარჯიშო დარბაზები და საცურაო აუზები. საღამოს 6 საათიდან კი ბარებსა და რესტორნებს მხოლოდ წაღების მომსახურების შეთავაზება შეეძლებათ. იტალიის მთავრობა მოქალაქეებს სამუშაო, სამედიცინო და სასწავლო მიზნების გარდა სახლიდან გასვლისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

ბოლო 24 საათში ვირუსის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა უნგრეთში. ჩინეთში კი 161 უსიმპტომო შემთხვევა გამოვლინდა.

ვირუსი დაუდასტურდა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის 5 თანამშრომელს.

პირველი ნოემბრიდან კი ისრაელი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკურ ცდებს იწყებს.

რთული ეპიდვითარება ნარჩუნდება რეგიონის ქვეყნებშიც, სადაც ინფიცირებისა და გარდაცვალების მონაცემები ყოველდღიურად მატულობს.

 

“რუსთავი2”