თურქეთის რესპუბლიკის საელჩო განმარტავს, რომ საქართველოში მუშაობა არ შეუჩერებიათ. მათი განმარტებით, საელჩოს 24 ოქტომბრის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ საქართველოში Covid 19-ის შემთხვევების მატების გამო, პრევენციის მიზნით, საკონსულო განყოფილება აჩერებდა მუშაობას შემდგომი განცხადების გაკეთებამდე, ხოლო სასწრაფო საკითხებთან დაკავშირებით იმუშავებდა საელჩოს ცხელი ხაზი.
„ზოგიერთ მედიაში აღნიშნული ინფორმაცია გავიდა ისეთი სახით თითქოს “საელჩო აჩერებს მუშაობას”. საელჩო აგრძელებს მუშაობას. საელჩოს აღნიშნული განცხადება ეხება, მიმდინარე ხასიათი საკონსულო საქმიანობას, ვინაიდან ჩვენი საკონსულო სამსახური გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეასრულებს მხოლოდ სასწრაფო პროცედურებს“, – ნათქვამია საქართველოში თურქეთის საელჩოს განცხადებაში.
წყარო: itv.ge