ცვლილებები, რომლებიც დღეიდან ტრანსპორტთან დაკავშირებით ეტაპობრივად ამოქმედდება!

თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით, დღეიდან რამდენიმე ცვლილება ამოქმედდება. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.

კერძოდ, დღეიდან ახალი ქსელის იმპლემენტაცია დაიწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე 24 ოქტომბრიდან:

– ქალაქში გაჩნდება ათიდან, ერთი სწრაფი დერეფანი, რომელიც იმოძრავებს მხოლოდ მისთვის გამოყოფილ ზოლში, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეების სწრაფ და კომფორტულ გადაადგილებას. დერეფანზე, იმოძრავებს 12- მეტრიანი და მომავალი წლიდან 18- მეტრიანი ავტობუსები;

-ამოქმედდება სრულიად ახალი, მისი მკვებავი, საუბნო მნიშვნელობის ხაზები. საქალაქო მნიშვნელობის მარშრტუტებზე მოძრაობს 8 და 10 მეტრიანი ავტობუსები, ხოლო საუბნო მარშტურებში მოძრაობს 6 მეტრიანი ე.წ. მიკროავტობუსები, რომელიც მერიამ უკვე შემოიყვანა და 300 ერთეული თვის ბოლოდან დაიწყებს მოძრაობას;

– აღნიშნულ მარშუტებზე ანუ ახალ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გაუქმდება ნაღდი ანგარიშსწორება და გადახდა მხოლოდ სატრანსპირტო ბარათით იქნება შესაძლებელი;

– მიკროავტობუსებში აიკრძალება ფეხზე დგომა, რაც მკაცრად გაკონტროლდება;

– შეიცვლება ბიზნეს მოდელი, მძღოლების ანაზღაურება იქნება ფიქსირებული, რაც ახდენს “მგზავრზე ნადირობის” პრევენციას, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდ, უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას;

– აღნიშნული რეფორმით განახევრდება ქალაქში მიკროავტობუსების რაოდენობა და დედაქალაქში ნაცვლად 3 000 მიკროავტობუსისა, იმოძრავებს 1200-1500-მდე ერთეული. შედეგად, თბილისის ადმინისტრაციული საზღვრები სრულად დაიფარება საზოგადოებრივი ტრანსპორტით;

– მოლოდინის დრო დღევანდელი საშუალო 28 წუთისა შემცირდება 7 წუთამდე ხოლო მაქსიმალური მოლოდინის დრო 15 წუთს შეადგენს;

– დღეიდან, თბილისს 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება.

წყარო: bm.ge