2-საათიანი შეხვედრის შემდეგ გიორგი გახარიამ ზუგდიდის ადმინისტრაციული შენობა უკვე დატოვა

გიორგი გახარიამ ზუგდიდის ადმინისტრაციული შენობა, 2 საათიანი შეხვედრის შემდეგ, უკვე დატოვა. პრემიერმა შეხვედრის დეტალებზე არ ისაუბრა.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე იმყოფებოდნენ როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნები.

შეხვედრის მთავარი განხილვის თემა კი, 21 ოქტომბერს, “საქართველოს ბანკზე” მომხდარი თავდასხმა იყო.

პარალელურად, ამ დროისთვის საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები თავდამსხმელის ადგილსამყოფელის დასადგენად აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

წყარო: ghn.ge