21 წლის გარდაცვლილ ბიჭზე ჯანდაცვის სამინისტრო დამატებით განამრტებას აკეთებს

რუსთავში 21 წლის გარდაცვლილ მამაკაცთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო დამატებით განმარტებებს აკეთებს.

როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, მამაკაცი უკვე გამოჯანმრთელებული იყო და ჩივილები აღარ ჰქონდა.

„იგი იყო კოვიდ გამოჯანმრთელებული. 3 ოქტომბერს მოთავსდა საკარნტინო სივრცეში კოვიდ ინფიცირებულთან კონტაქტის გმო. კარანტინის გასვლის შემდეგ მოხდა მისი გატესტვა. დადასტურების შემდეგ იგი გადავიდა სასტუმროში, სადაც იყო ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. პროტოკოლით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ იგი გაიწერა სასტუმროდან. იგი იყო კოვიდ გამოჯანმრთელებული. მისი დაკრძალვა არ მოხდება კოვიდით გარდაცვლილი პროტოკოლის შესაბამისად.

გაწერისას მოხდა ექიმის მხრიდან შეფასება. თავს გრძნობდა კარგად, არ შეინიშნებოდა ჩივილი. რამდენჯერმე მან მიმართა ექიმს, რომ დაეტოვებინა საკარანტინე სივრცე დროზე ადრე, რადგან იგი კარგად გრძნობდა თავს.

სასწრაფო დახმარებას მასთან არ დაუგვიანია. ადგილზე მისვლისას უკვე გარდაცვლილი დახვდა პაციენტი“ – განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.

წყარო: newposts.ge