ბელგიაში კორონავირუსით ინფიცირებულ ექიმებს მუშაობის გაგრძელებას სთხოვენ

ბელგიის ქალაქ ლიეჟიში კორონავირუსით ინფიცირებულ ექიმებს მუშაობის გაგრძელებას სთხოვენ, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქალაქში სამედიცინო პერსონალის თითქმის მეოთხედი დაინფიცირებულია. თუმცა, კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევებისა და საავადმყოფოებში მოქალაქეების მიმართვიანობის მკვეთრი ზრდის ფონზე სამედიცნო სფეროს იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ვირუსი დაუდასტურდათ, თუმცა სიმპტომები არ აღენიშნებათ, მუშაობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებას სთხოვენ.

ბელგიის სამედიცინო კავშირების ასოციაციის ხელმძღვანელმა BBC- ს განუცხადა, რომ მათ სხვა არჩევანი არ აქვთ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჰოსპიტალური სისტემის რამდენიმე დღეში კოლაფსი ელოდება.

ბოლო მონაცემებით, ბელგიაში კორონავირუსის 321 031 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 23 087 და დაღუპულია 10 810 ადამიანი.

 

“ინტერპრესნიუსი”