ეროვნული ხელისუფლება, ძლიერი ეკონომიკა – თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“

საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, “ნიუსფრონტი”  პარტია “თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერს თამაზ მეჭიაურს და სიის მერვე ნომერს,  ნუგზარ ჭიაბერაშვილს ესაუბრა:

” პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში  მონაწილეობს და პირველი ოცეულის სიას აქვეყნებს. თუმცა, მანამდე  მნიშვნელოვანი გეგმების არასრული ჩამონათვალია საინტერესო: + „ჩვენი უმთავრესი მიზანია – ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო. ყველა დანარჩენი, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნებთან, ბლოკებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა ამ მიზნის მიღწევის საშუალებებია; ეროვნული ხელისუფლება; ძლიერი ეკონომიკა; საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, სამუშაო ადგილების შექმნა;

თვითმმართველობის გაძლიერება, მისი დეცენტრალიზაია; ჯანდაცვის სისტემის სრულყოფა. პაციენტისა და მედპერსონალზე და არა მხოლოდ ბიზნესზე ორიენტირებული ჯანდაცვა; სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, საყოველთაო განათლების დონის ამაღლება; მთის კანონის სრულყოფა, მთაში მუდმივად მცხოვრებთა საპენსიო ასაკის ეტაპობრივად შემცირება“ – აცხადებს პარტიის ლიდერი თამაზ მეჭიაური.

„რა თქმა უნდა, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად შევეცდები და მჯერა გამომივა ჩემს ამომრჩეველთან და სრულიად საქართველოსთან ერთად, – მართლმადიდებლობის დაცვა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა; ქართული ეროვნული კულტურისა და სპორტის განვითარება და პოპულარიზაცია საერთაშორისო დონეზე, სპორტი – კარატე, რადგან კარატეში ჩემი ცხოვრების ნახევარზე მეტი მაქვს გატარებული და ვიცი მისი მნიშვნელობა, – ადამიანის ჰარმონიული განვითარებისთვის, კარგად ვიცი საბრძოლო ხელოვნების ამ უნიკალურ დისციპლინას როგორ მალე შეუძლია მოგვცეს დადებითი შედეგი მომავალი თაობის სწორად აღზრდისთვის და, რა თქმა უნდა, სპორტის ყველა სახეობა მნიშვნელოვანია ჩვენთვის; განათლების ხელშეწყობა; შშმ პირთა სრული ჩართულობა-განვითარება და საზოგადოებაში რესოციალიზაცია, მათი პენსიების ზრდა ეტაპიბრივად და სხვა მნიშვნელოვანი სამედიცინო სერვისის სრულად უფასოდ მიღება; საქართველოში სოციალური საკითხების მოწესრიგება; ქართული ჯარის სიძლიერე“, – აცხადებს ნუგზარ ჭიაბერაშვილი. ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იგი შშმ პირთათვის სრულყოფილ სასტუმრო კომპლექსის აშენებას, ამ შემთხვევაში ქალაქ საგარეჯოში, რომელიც ერთადერთი იქნება ყოფილ საბჭოთა კავშირში. „ეს იქნება 30 ნომრიანი სრულფასოვანი სასტუმრო კომპლექსი, სადაც ასევე იქნება გამაჯანსაღებელი სამასაჟო და სხვა სახის სამკურნალო მიმართულებები. რა თქმა უნდა, აღნიშნულ კომპლექსში ასევე განთავსდება საკონფერენციო, სპორტული და კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად სივრცეები. ეს ყველაფერი საგარეჯოს და კახეთს უფრო მიმზიდველს გახდის უცხოელებისთვის, რომლებიც ძალიან ხშირად სტუმრობენ საქართველოში შშმ პირების კონფერენციების ჩასატარებლად. ეს იქნება შშმ პირთათვის და არა მხოლოდ მათთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ცენტრი საქართველოში, ეს კომპლექსი ყველასთვის, ნებისმიერი კატეგორიის ადამიანისთვის მისაღები და მნიშვნელოვანი იქნება. შშმ პირთათვის ჯანდაცვის სისტემის გაკეთილშობილებაა საჭირო და არა მხოლოდ მათთვის“, – გვითხრა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა. მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს ნუგზარ ჭიაბერაშვილი საგარეჯოს სოფლე უდაბნოს აღორძინებასა და გაძლიერებას, სამედიცინო დაწესებულების გაკეთებას და ასევე სააფთიაქო მომსახურების შეტანას. „ეს არის სოფელი, რომელიც დავით გარეჯასთან ყველაზე ახლოსაა და ძლიერი უნდა იყოს“, – აცხადებს ჭიაბერაშვილი.

პარტიის ოცეული:
1. მეჭიაური თამაზ
2. ხარხელაური ტარიელ
3. გამეზარდაშვილი თეა
4. შათაშვილი სესილი
5. ჩივაძე გელა
6. ჩადუნელი თამაზ
7. ჯანგირაშვილი ირმა
8. ჭიაბერაშვილი ნუგზარ
9. ფალელაშვილი რომანი
10. ძოწენიძე სტელა
11. ხაჩიძე ზაური
12. ბუთხუზაშვილი ლევან
13. ყურშავიშვილი თეონა
14. კოსტავა გიორგი
15. ფილფანი ია
16. აბრამიშვილი ზურა
17. ჭუმბურიძე ლაშა
18. შუშანაშვილი ნაირა
19. ქაცანაშვილი გურამ
20. აბრამიშვილი თორნიკე