იმის გაფიქრებაზეც კი გული მერევა, რომ არჩევნებში შეიძლება დონალდ ტრამპმა გაიმარჯვოს- ჰილარი კლინტონი

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და 2016 წლის საპრეზიდენტო კანდიდატი, ჰილარი კლინტონი  აცხადებსმ რომ გული ერევა იმის გაფიქრებაზე, რომ შეიძლება არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვოს.

 

„ვერ წარმომიდგენია მისი გამარჯვება. გაზვიადების გარეშე ვამბობ, გული მერევა იმის გაფიქრებაზე, რომ ჩვენი ინსტიტუტების განადგურებისა და ბოროტად გამოყენების, ჩვენი ღირებულებების განადგურებისა და ჩვენი ლიდერობის შესუსტების კიდევ ოთხი წელი გვექნება“, – განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

New York Times Opinion-ის პოდკასტის წამყვანის კითხვას, შიშობს თუ არა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, დონალდ ტრამპი მის სამართლებრივ დევნას დაიწყებს, აშშ-ის ყოფილმა პირველმა ლედიმ უპასუხა:

„ეჭვგარეშეა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა დასაჯოს, ვინც, მისი აზრით, მისი მოწინააღმდეგე იყო“.