“ხალხი ხმას ყიდის, პარტიები ყიდულობენ, მაინც რა ღირს ერთი ხმა? ხმას ყიდის ყველა…”

ირაკლი დოჭვირი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

 

აღებ–მიცემობა სახელად ,,დემოკრატიული არჩევნები” მთელი გაცხოველებით მიმდინარეობს საქართველოში. ხალხი ხმას ყიდის, პარტიები ყიდულობს. მაინც რამდენია წლევანდელი ,,სტავკა”? რა ღირს ერთი ხმა?
ხმას ყიდის ყველა. ზოგი ფულის სანაცვლოდ, ზოგი დაპირებული სამსახურის სანაცვლოდ. ზოგი მოქმედი სამსახურიდან რომ არ გააგდონ იმისთვის. ხმას ყიდის მასწავლებელი, სტუდენტი უმუშევარი, ,,ბირჟავიკი” , ნარკომანი, მუშა მოსამსახურე, დევნილი, ემიგრანტი, სასულიერო პირებიც კი.
საქართველოს მომავალს არავინ უყურებს. რა ჭირდება სამშობლოს ამას არავინ დაეძებს. ხმას ყიდიან 50 ლარის სანაცვლოდ თან დიდი სიხარულით სამშობლოს კვნესის ხარჯზე.
საქართველო 30 წელია გმინავს თქვენი აღებ მიცემობით, რომელსაც ,,დემოკრატიულ არჩევნებს” უწოდებთ.
ამიტომ ასეთი საზოგადოება იმსახურებს იმ მთავრობებს რომლებიც ყავდათ მთელი ამ ხნის განმავლობაში.
ამიტომ ასეთ ქვეყანას არ ეყოლება ერთი ნორმალური მწერალიც კი, არც პოეტი, არც ფერმწერი, არც აქტიორი, არც რეჟისორი, არც კომპოზიტორი. არც მეცნიერი… პლანეტარული მასშტაბის პიროვნებებზე არ ვსაუბრობ საბჭოთა წყობის დროს დახუნძლული რომ იყო საქართველო. თუნდაც მეფის რუსეთის დროინდელ ქართულ ინტელიგენციაზე.
ამიტომ ამ ქვეყნის მომავალი არის გაქრობა რუსთაველის და სტალინის მშობელი ერისა!!! ეს ყველაფერი კი არის თქვენი დამსახურება არჩევნებზე რომ მიხვალ და ხმას აძლევ ქოცებს იმიტომ რომ გეშინია ნაცები არ დაბრუნდნენ. ხმას აძლევ ნაცებს იმიტომ რომ უკვე ყელში ამოგივიდა ქოცების ყურება. ხმას აძლევ ნათესავის ან მეგობრის ხათრით და არა სამშობლოს გასაჭირიდან გამომდინარე.
საარჩევნო ურნასთან მისული საქართველოზე არავინ ფიქრობს. მხოლოდ საკუთარ თავზე ან პარტიების პაექრობაზე
ამ სიბნელეს სინათლედ რომ ასაღებენ. ამ აღებ მიცემობას არჩევნებად რომ ასაღებენ, ეს ყველაფერი ამ საზოგადოების დაკვეთით ხდება. თქვენი ხელშეწყობით ხდება საქართველოს განადგურება. დაფიქრდით თუ ასე არაა და დასკვნები თავად გამოიტანეთ.

წყარო