მილანსა და ტურინში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვებს აპროტესტებენ. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
ტურინში აქციის მონაწილეებმა ძვირადღირებული ბრენდების მაღაზიები დაარბიეს. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა. პოლიციასთან შეტაკებები მოხდა მილანშიც.
შეგახსენებთ, რომ იტალია კორონავირუსის პირველი ტალღის დროს ყველაზე მეტად დაზარალდა. ვირუსის შემთხვევების პრევენციის მიზნით, იტალიის მთავრობამ შეზღუდვები კიდევ უფრო გაამკაცრა.
წყარო: ptn.ge