“მართვის ბერკეტები ევროკავშირს გადავეცით,  ძველი ლატვიისაგან ტერიტორია და დროშა დარჩა, მეტი აღარაფერი”

ლატვიის დამოუკიდებელმა საინფორმაციო სააგენტო INFOTOP-მა, აიღო ინტერვიუ  იანის იურკანსისგან, რომელიც  ლატვიის დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან  პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.

 

მინდა  შემოგთავაზოთ ეს მეტად საინტერესო და აქტუალური ინტერვიუ:

– მიგაჩნიათ თუ არა, რომ ბრიქს და შთო-ს ორგანიზაციების თანამშრომლობაში ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები გამოიკვეთა, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ შთო-ში ინდოეთისა და პაკისტანის გაერთიანაებას?

–  ეს ორგანიზაციები ცდილობენ ითანამშრომლონ სხვადასხვა ქვეყნებთან, დასავლეთის (აშშ, ევროკავშირი) და  მათ მიერ დაკისრებული სანქციების გვერდის ავლით. თუმცა, რა მდენად  ეფექტური იქნება ეკონომიკურად მათი მოღვაწეობა ჯერ რთული სათქმელია. რა შედეგები მოყვება მას, ვერ გეტყვით, თუმცა გასაგებია, რომ საჭიროა მუშაობა და მოლაპარაკება მიზნის მისაღწევად…

ამ ორგანიზაციებში შემავალ თითქმის ყველა ქვეყანას გააჩნია  სერიოზული საშინაო პრობლემები, როგორც ჩინეთს და რუსეთს, აგრეთვე პრობლემები ერთმანეთთან ურთიერთობაში, მაგალითად ინდოეთსა და პაკისტანს.

ასე ადვილად არც ამერიკელები დათანხმდებიან ინდოეთისა და პაკისტანის „გაშვებას“, მათ გააჩნიათ  ამ ქვეყნებზე გავლენის სხვადასხვა ბერკეტები

თუმცა, რა თქმა უნდა, თავად გაერთიანების მცდელობა ნამდვილად მისასალმებელია, გასაგებია, რუსეთი ცდილობს ჩაანაცვლოს ახლით ის სტრუქტურები, საიდანაც ის გააძევეს- „დიდი რვიანი“ და ა.შ, ის ეძებს საკუთარ ეკონომიკაში ინვესტიციების მოზიდვის გზებსა და საშუალებებს.

ეს არის რუსეთის მცდელობა გამოვიდეს ჩიხიდან, რომელშიც დღეს არა მხოლოდ ის, არამედ მთელი მსოფლიო იმყოფება. იგივე ევროკავშირი დღეს   გზაგადასაყართან დგას: როგორ მოიქცნენ ევროსთან თუ  საბერძნეთთან მიმართებაში და მრავალი სხვა.

ბარემ  ისიც გვითხარით,  როგორ აფასებთ საბერძნეთის ირგვლივ  შექმნილ სიტუაციას?

ვფიქრობ, ევროკავშირი პოლიტიკურად გადაწყვეტს ამ პრობლემას, აი, ეკონომიკურად კი რა მოგახსენოთ, ღმერთმა უწყის, შესაძლოა სხვადასხვა ვარიანტი…..ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ძალიან რთულ, წინააღმდეგობებით აღსავსე მსოფლიოში ვცხოვრობთ, ძველი სტრუქტურები უვარგისია, ახლები ჯერ არ შექმნილა. მაგალითისთვის მოვიყვან დასაწყისში თქვენს მიერ ნახსენებ,  ორ სტრუქტურას, ისინი კი შექმნეს, მაგრამ ეკონომიკური ეფექტი მათგან ჯერ ნაკლებადაა.

თქვენი აზრით, რა გზას უნდა დაადგეს ლატვია, ამ  სწრაფადცვალებად მსოფლიოში?

-ჩვენ, სამწუხაროდ,  ვერაფერს ვწყვეტთ. პრინციპში, ლატვიამ მართვის ყველა ბერკეტი  ევროკავშირს უკვე გადასცა. თავდაცვა გადავეცით, ფულს ჩვენ არ ვბეჭდავთ,  ბიუჯეტს გვიკონტროლებენ…. შეიძლება ითქვას, რომ დაგვრჩა მხოლოდ ტერიტორია და სახელმწიფო დროშა- მეტი აღარაფერი გვაქვს.

ამიტომაც, შიშისა და საზოგადოებრივი აზრის მილიტარიზაციის ასეთი დაჭირხნა კვლავ გაგრძელდება, რათა რამენაირად მაინც დააშინონ ხალხი, გადაატანინონ ყურადღება სხვა მიმართულებით, რეალურად კი, ქამრების შემოჭერის პოლიტიკა გააგრძელონ. ამიტომაც აშინებენ  მსოფლიოს- თითქოსდა რუსეთი გვემუქრება და მსგავსი ზღაპრებით…

ამის მიუხედავად, ლატვიას  შეუძლია ეცადოს მონახოს მოკავშირეები ევროკავშირის მცირე ქვეყნებს შორის, დაადგეს რეგიონალიზაციის იმ გზას, როგორც ეს ევროკავშირის წევრმა ჩრდილოევროპულმა ქვეყნებმა შეძლეს, იმისთვის რომ   ერთად რაღაც წამოიწყონ, იქონიონ მეტი გავლენა ევროკავშირში სხვადასხვა გადაწყვეტილებების მიღებისას, თუმცა ამას არავინ აკეთებს და სავარაუდოთ არც მომავალში გააკეთებს.

– კი მაგრამ, რუსეთის მხრიდან ბალტიის ქვეყნების მიმართ შესაძლო აგრესიაზე საუბარი ხომ ბლეფია? რას იტყვით?

რა თქმა უნდა,  ბლეფია. ეს ხდება საზოგადოებრივი აზრის მილიტარიზაციის მიზნით. აბა, სხვა რა შეუძლიათ?!  რა გააჩნიათ,  რომ შესთავაზონ ხალხს? ცხოვრების უკეთესი პირობები?  უკეთესი მედიცინა და განათლება? არ შეუძლიათ,  არა აქვთ საჭირო თანხები,  არ იციან….. ჩვენი განათლება დასავლეთისთვის სულ უფრო და უფრო მიუღებელი ხდება, ასე რომ, ლატვიის  მომავლის  მიმართ  არანაირი ილუზიები არ გამაჩნია.

ფაქტიურად, ლატვია იქეთ კი  არ  მიცურავს, საითაც სურს, არამედ წყლის დინებას  მიყვება, სადაც ის მიაქანებს იქეთ….ისე,  ვიცით კი საითკენ გვსურს რომ წავიდეთ?! არანაირი მიზანი, დანიშნულების ადგილი ცვენ ხომ არა გვაქვს.

– პოლიტიკაში დაბრუნებას ხომ არ აპირებთ ?

– რისთვის? პოლიტიკა, როგორც ასეთი, ლატვიაში აღარ არსებობს: არც საგარეო და არც საშინაო! არის მხოლოდ დიდი დამოკიდებულება სხვაზე. აკი გითხარით უკვე, რომ ლატვია საკუთარ ბიუჯეტსაც კი ვერ აკონტროლებს, ჩვენ, საკუთარ ქვეყანაში, მხოლოდ სრულიად უმნიშვნელო საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობის უფლებაღა დაგვიტოვეს. რეალურად კი ჩვენ კრედიტორები გვაკონტროლებენ და ყველაფერ იმის გაკეთებას გვაიძულებენ, რაც მათ სურთ, რათა მეტი აღარ განმეორდეს საბერძნეთის მსგავსი სიტუაცია….

ბოლოთქმა:

იანის იურკანსი, ლატვიის სახალხო ფრონტის ერთ-ერთი ლიდერი და პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგეგ,  ისეთი  ლიდერი და პოლიტიკოსია, რომელსაც საკუთარი პოლიტიკური მრწამსისთვის არასდროს უღალატია.

 სწორედ საკუთარი შეხედულების გამო მოქალაქეობის კანონპროექტთან მიმართებაში, რომელშიც იურკანსმა არალატვიელების დისკრიმინაციის ნიშნები დაინახა, მას მოუწია მინისტრის პორტფელის დატოვება, თავის დროზე.

2002 წელს საპარლამენტო არჩევნების წინ იურკანსი მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც  რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდა, რის გამოც ლატვიის მმართველმა ელიტამ ის  სამშობლოს ღალატში დაადანაშაულა. მაშინ, როდესაც სწორედ ამ ელიტამ ჩააბარა ბრიუსელსა და ვაშინგტონს საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობა, მილიარდებიანი კრედიტების და უკეთესი ცხოვრების მოლოდინის გამო. სადაა დღეს ეს ყველაფერი? სად არიან ის  300 000  ლატვიელი, რომლებიც უკეთესი ცხოვრების მოლოდინში გადაიხვეწნენ ევროკავშირის მდიდარ ქვეყნებში?!

სამაგიეროდ ვალები და საკრედიტო  პროცენტები  შვილების და შვილიშვილების და გადასახდელად უხვადაა დატოვებული….ხალხი არა მხოლოდ გაღარიბდა, არამედ გადაშენდა კიდეც.

ლატვიის დანაკარგები (სხვა ქვეყნებში გადახვეწილებთან ერთად) დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საგრძნობლად ამეტებს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა რაოდენობას.

მასალა მოამზადა და თარგმნა კონსტანტინე  ჩიკვილაძემ