ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ მისმ ქვეყანაში შექმნეს ძალზე ეფექტური და მაღალი ხარისხის ანტიკორონავირუსული პრეპარატი, რომელსაც გვერდითი ეფექტები არ გააჩნია. მისი განცხადებით, აღნიშნულ წამალს წარუდგენენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, რათა მოხდეს მისი სერტიფიცირება და წარმოების დაწყება.
“მე მინდა გითხრათ, რომ ვენესუელამ შექმნა პრეპარატი, რომელიც 100 %-ით ანადგურებს კორონავირუსს. იგი ძალზე მაღალეფექტურია” – განაცხადა მადურომ.
როგორც ადგილობრი მედიაში აცხადებენ, წამლის შექმნაში მონაწილეობას ვენესუელის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი იღებდა. ვენესუელელ მეცნიერთა თქმით, წამლის შექმნაზე მუშაობა 6 თვის განმავლობაში მიმდიანარეობდა.
ვენესუელას ეპიდემიოლოგები და სამედიცინო მუშაკები აცხადებენ, რომ ახალი პრეპარატი გამოირჩევა დიდი დაცულობით და არ გააჩნია დამაზიანებელი ეფექტი ორგანიზმზე და არ აზიანებს სხეულის ჯანმრთელ უჯრედებს.
წყარო: newposts.ge