ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში, გიგა ბოკერიამ საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა.
ბოკერიას თქმით, ევროპულ საქართველოს აქვს ინფორმაცია, რომ ქართული ოცნება 2 ოქტომბრიდან გეგმას გამოაცხადოს სრული ჩაკეტვა ქვეყანაში.
ბოკერიამ აღნიშნა, რომ მეორე ტურის წინ ხელისუფლება აპირებს ფორის შექმნას, რადგან კარგად იციან, რომ არჩევნებს ვერ მოიგებენ.
ბოკერია მოუწოდებს ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, რომ მიიღონ დებატებში მონაწილეობა და გამართონ სერიოზული დისკუსია ამ თემაზე.
“ჩვენს ხელთ არსებული სანდო წყაროების ინფორმაციით, ქართული ოცნება გეგმავს ორშაბათიდან, 2 ნოემბერიდან ქვეყნის მასშტაბით ლოქდაუნის გამოცხადებას, ანუ იგივე ქვეყნის ჩაკეტვასა და კომენდანტის საათს.
ამ ნაბიჯით აპირებენ მეორე ტურების წინ ფორის შექმნას, რადგან კარგად ხვდებიან, რომ არჩევნებს ვერცერთ შეთხვევაში ვეღარ მოიგებენ.
ამ თემაზე აუცილებელია სერიოზული დებატები. ვიწვევთ ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს ამ თემაზე სერიოზული დისკუსიისთვის დარჩენილ სამ დღეში. ვთხოვთ სატელევიზიო არხებს, რომ ამ თემას მიაქციონ ძალიან სერიოზული ყურადღება, რადგან სასწორზე არის არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული მომავალი, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა” – განაცხადა გიგა ბოკერიამ
წყარო: newposts.ge