საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ რუსეთთან ნდობის თანდათანობითი აღდგენაა საჭირო. ამის შესახებ საფრანგეთის ლიდერმა ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან, იური რატასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ევროპაში უსაფრთხოება უზრუნველყოფილი ვერ იქნება რუსეთთან ურთიერთობებში ნდობის თანდათანობითი აღდგენის გარეშე. ამ მიმართულებით ჩვენი ინიციატივების მიზანი ევროპის უსაფრთხოება და სტაბილურობაა“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ემანუელ მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან ამგვარ დიალოგს ფართო დღის წესრიგი აქვს.
„უსაფრთხოების გამოწვევები იზრდება. ამის ბოლო მაგალითები ბელარუსში და მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარებაა“, – დასძინა მან.