ზუგდიდში პოლიციელმა მოქალაქე სცემა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქალაქესა და პოლიციელს შორის, რომელიც იმ დროს არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ავტომობილის შეკეთების თაობაზე ურთიერთშელაპარაკება  დაიწყო, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

საქართველოს პროკურატურა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პოლიციის თანამშრომლის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტს იძიებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიების ამ ეტაპზე პროკურატურამ დაადგინა, რომ 27 ოქტომბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქალაქესა და პოლიციელს შორის, რომელიც იმ დროს არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ავტომობილის შეკეთების თაობაზე ურთიერთშელაპარაკება  დაიწყო, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მოქალაქე დაზარალებულად ცნეს და მის დაზიანებებს ექსპერტები შეისწავლიან. ამასთან, მიმდინარეობს მოწმეების გამოკითხვა.

გამოძიება „ძალადობის“ მუხლით მიმდინარეობს.

“სპუტნიკი”