დღეს თვეში სამ “პაჭკა” კარაქს რამდენი ჭამთ და ნამდვილი კარაქია ის, თუ კარაქისებური პროდუქტი?

ალექსი ლომიძე სოციალურ ქსელში გზავნილს და ეკრანის ასლს  ავრცელებს:

ბ-ნი დავით იბერიელის ფოტომ წარსული გამახსენა ვიღაცას ირონიულად ჩაეცინება, ტალონობის ეპოქა მოენატრაო. მეც საპასუხოდ გამეცინება, სავალდებულო იყო ჩემო ბატონო ამ ტალონების დასაქონლება. გჭირდებოდა თუ არა, მაინც მიდიოდი მაღაზიაში, ქართულად მარკეტში და ყიდულობდი ერთ კაცზე:
კარაქს – 600 გრამს
შაქარს – 3 კილოს
ყველს – 500 გრამს
კარგად მახსოვს პირველად რომ ვიყიდე ტალონებზე პროდუქტები და სახლში მივიტანე, მაცივარში ვერ დავტიეთ, ადგილი არ ეყო.
ისიც შემახსენეთ, დღეს თვეში სამ “პაჭკა” კარაქს რამდენი ჭამთ და მართლა კარაქია ის თუ კარაქისებური პროდუქტი? ქართულად სპრედი?