„როგორც ადრე დავაანონსეთ, ანტიკრიზისული ღონისძიებების მე-3 ეტაპზე, პირველი ნოემბრიდან 4 თვის განმავლობაში (ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) უკვე ამოქმედდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ გლობალური კრიზისის ფონზე მთავრობა მოქალაქეებს შეუმსუბუქებს მომავალ თვეებს, როდესაც ეს მათ განსაკუთრებით სჭირდებათ
„ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება – 200 კვტ. სთ-მდე – 1.2 მილიონზე მეტ ოჯახს; წყლისა და დასუფთავების გადასახადის ანაზღაურება; გაზის საფასურის ანაზღაურება – 200 მ3-მდე – 650 ათას ოჯახს. სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, დახმარებაზე უარი თქვას. გლობალური კრიზისის ფონზე ჩვენს მოქალაქეებს შევუმსუბუქებთ მომავალ თვეებს, როდესაც ეს მათ განსაკუთრებით სჭირდებათ”, – აცხადებს გიორგი გახარია.
“ალია”