„იუთუბ-არხზე“ გამოქვეყნებულ ნობელ არუსტამიანის ფილმში მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა, რომელიც ყაზანის „რუბინამდე“ მისი ხელმძრვანელობით ვარჯიშობდა.
„ცრემლები წამომივიდა, როდესაც ხვიჩას დავემშვიდობე. ასეთი ტალანტის დაკარგვა სირცხვილი იყო. ის უმაღლესი დონის პროფესიონალია და ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელთან მიმუშავია. ამჟამად კი ყველაზე ნიჭიერია. ასეთი მოთამაშე „ლოკომოტივის“ გარეთ რომ აღმოჩნდა, გუნდის ხელმძღვანელთა უდიდესი შეცდომაა – როგორც ფინანსური, ასევე წმინდა პროფესიონალური ხასიათის. ძალიან დაბალი განმარტებები იყო იმის შესახებ, თუ ეს რატომ მოხდა“, – ამბობს სიომინი.
„იური სიომინი ძალიან მიყვარს. ის არა მხოლოდ „ლოკომოტივის“, არამედ რუსული ფეხბურთის ლეგენდაცაა. როცა ვუთხარი, რომ „ლოკოს“ ვტოვებდი, თვალებში ცრემლი დავინახე. მეც ვტიროდი და ეს ბუნებრივად მოხდა. ახლა საქართველოში ყველა ხუმრობს, რომ სიომინი ჩემი მეორე მამაა. მე მას ვაღმერთებ“, – აღნიშნა თავად ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის კვარაცხელიამ „ლოკომოტივში“ იჯარით 2019 წლის თებერვლიდან ივლისამდე ითამაშა, რის შემდეგაც კონტრაქტი „რუბინთან“ გააფორმა. სიომინს ხვიჩას გამოც მოუვიდა „ლოკომოტივის“ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი და შედეგად, 2020 წლის მაისის ბოლოს გუნდი დატოვა. ახლახან კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველით დორტმუნდის „ბორუსიაა“ დაინტერესებული.