„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე შეკრებილნი არიან მეღვინეები კახეთიდან და გორიდან.

საპროტესტო აქციაზე შეკრებილები „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკაში ყოფნას აპროტესტებენ.

აქცია ამ დროისთვის სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

„ვენახს გვიგინებენ, სარწმუნოებას გვიგინებენ, სალოცავებს გვიგინებენ, ერსა და ბერს აგინებენ, რა უნდათ ამათ პარლამენტში“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

 

“იმედინიუსი”