ფრანგული ჟურნალი Charlie Hebdo ისლამურ სამყაროს კვლავ “უჩხიკინებს”, ამჯერად-ერდოღანი გააშარჟა

ანკარა გმობს თურქეთის პრეზიდენტის ამგვარ “გაშარჟებას”. სურათზე ნაჩვენებია  ნახევრად ჩაცმული თურქეთის ლიდერი, სავარძელში გამაგრილებელი სასმელით ხელში. მეორე ხელით კი ის თავის მოსამსახურე ქალს კაბას უწევს. ფოტოს ქვეშ წარწერაა სადაც წერია:
“ერდოღანის პირადი ცხოვრების თამაშები”.

Charlie Hebdo – ში კარიკატურა მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ერდოღანს და მაკრონს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დაიძაბა.

ერდოღანის განცხადებით, მაკრონს აქვს მუსლიმების საწინააღმდეგო დღის წესრიგი, Charlie Hebdo -კი პირველად არ აქვეყნებს მსგავს კარიკატურას განაცხადა – ტაიპ ერდოღანმა.

Charlie Hebdo – ს გამოცემა ახალი სატირული ჟანრის კარიკატურების გამოქვეყნებას აანონსებს.

რეჯეფ ტაიპ ერდოღანი კი სასამართლოში დავის დაწყებას აპირებს.

თურქეთის პრეზიდენტი ასევე გამოვიდა მოწოდებით, შეწყვიტონ ფრანგული პროდუქციის შეძენა.

პარიზმა კი პარალელურად თურქეთიდან ელჩი გაიწვია კონსულტაციებისთვის.

მოამზადა ირაკლი ჯანყარაშვილმა