ქვეყნის გაზიფიცირება 2024 წლისთვის იქნება სრულად დასრულებული

მინისტრთა კაბინეტი მთავრობის სხდომაზე გაზიფიცირების 3-წლიან გეგმას განიხილავს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ გეგმის შესრულების შემდეგ ქვეყანაში გაზიფიცირების პროცესი ფაქტობრივად დასრულდება.

„დღეს ჩვენ განვიხილავთ გაზიფიკაციის პროგრამის შემდგომ გაგრძელებას. მოგეხსენებათ, რომ დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს მთავრობის მიერ დამტკიცებული 3-წლიანი გაზიფიცირების გეგმა, რომელიც სრულდება 21 წელს. ჩვენ რეგიონებში ბევრი ვიზიტის შემდგომ ვნახეთ, რომ ამ პროგრამის გაგრძელებაზე მოთხოვნა არსებობს და დღეს ჩვენ უნდა განვიხილოთ/დავამტკიცოთ გაზიფიცირების შემდგომი 3-წლიანი გეგმა, რომელიც შეეხება 2022-2024 წლებს და მინდა გითხრათ, რომ ფაქტობრივად ქვეყნის გაზიფიცირება ამ გეგმის დასრულების შემდეგომ, 2024 წლისთვის იქნება სრულად დასრულებული და საქართველოს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ექნება გაზიფიცირების – დაახლოებით 90%“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

“იმედინიუსი”