თბილისი რუსთავის ცენტრალურ მაგისტრალზე „ქართული მარშის“ წევრებმა გზა გადაკეტეს.
ადგილზე შეხლა-შემოხლა იყო „ქართული მარშის“ წევრებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შორის, რომლებიც თბილისში, პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მიდიოდნენ.
„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერის, სანდრო ბრეგაძის განცხადებით, ისინი თბილისში წინასაარჩევნო შეხვედრიდან ბრუდებოდნენ, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების კოლონა შეხვდათ.
„ესენი არიან მკვლელები. თავს დაგვესხნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და ზონდერები. ჩვენი მანქანების კოლონა მოემართებოდა მარნეულიდან, წინასაარჩევნო შეხვედრიდან. ამ დროს აქ შეგვხვდა „ნაციონალების“ ერთ-ერთი კოლონა, მოხდა შეჯახება ჩვენს მანქანზე. ორ ადამიანს, ორ ქალბატონს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა“, – განაცხადა ბრეგაძემ.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.
“აიპიენი”